logo
ENG



ბაქრაძე: საკმარისია დასავლეთმა ხელი ჩაიქნიოს ჩვენზე, ხვალ რუსეთი გადაგვყლაპავს

13 თებ 202022:14
3 წუთის საკითხავი
 

"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების პერსპექტივებს აფასებს. როგორც მან გადაცემაში "სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა" აღნიშნა, დასავლეთის კრიტიკა კვლავ გაგრძელდება და ეს შესაძლოა რადიკალურ ცვლილებამდე მივიდეს. კერძოდ იქამდე, რომ ამერიკისთვის და ევროპისთვის საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორი აღარ იყოს. სწორედ ეს სურს ხელისუფლებას და ამისთვის იბრძვის. 

"მაღალი ალბათობით დასავლეთიდან იქნება რეზოლუცია, მაგრამ ეს მხოლოდ საფრთხის ხილული ნაწილია. არსებობს აისბერგის უხილავი ნაწილი, რომელიც ბევრად საშიშია. ჩვენი ქვეყანა დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებულია და ერთადერთი რაც მას აჩერებს, რომ ბოლომდე არ შეგვჭამოს, არის ამერიკისა და ევროპის მხარდაჭერა. ამიტომ საკმარისია დასავლეთმა უბრალოდ ხელი ჩაიქნიოს ჩვენზე,  ხვალ რუსეთი გადაგვყლაპავს და საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, აღარ იქნება",-აღნიშნა ბაქრაძემ. 


close დახურვა