logo
ENG



ბაქრაძე საარჩევნო ბლოკზე: მთელ რიგ პარტიებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობებზე ვფიქრობთ

28 დეკ 202021:18
3 წუთის საკითხავი
 
ბაქრაძე საარჩევნო ბლოკზე: მთელ რიგ პარტიებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობებზე ვფიქრობთ

პარტია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გადაცემაში "პოლიტიკის ფორმულა" განაცხადა, რომ 2021 წლის გაზაფხულისთვის მოხდება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გამსხვილების პროცესი. ბაქრაძის თქმით, ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებს "ევროპული საქართველოც". წამყვანის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა "ევროპული საქართველო" ბლოკზე, ბაქრაძე პასუხობს, რომ "დაახლოებით".

ბაქრაძის თქმით, ივანიშვილის დასამარცხებლად, ქართული პოლიტიკა ცვლილებებს საჭიროებს.

"ვფიქრობ, გაზაფხულზე გარდაუვლად გველოდება გამსხვილების პროცესები, სადაც მოხდება ახალი სახეების, ახალი პარტიების შერწყმა. ოპოზიციაში მიდის ძალიან სერიოზული გადაჯგუფების პროცესი. ეს ყველაფერი გამოჩნდება და მიმაჩნია, რომ ეს არის კარგი. ვფიქრობთ იმაზეც, რომ უფრო მჭიდრო პარტნიორობა გვქონდეს მთელ რიგ პარტიებთან. იმისთვის, რომ დავამარცხოთ ივანიშვილი, ქართული პოლიტიკა საჭიროებს ცვლილებებს", - განაცხადა ბაქრაძემ.

მისი თქმით, ევროპული საქართველო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით მთლიან ოპოზიციურ სპექტრთან თანამშრომლობს, მაგრამ არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომელთანაც პარტია მზადაა უფრო ღრმა თემატურ თანამშრომლობაზე წავიდეს. 

 


close დახურვა