logo
ENG



ბაქრაძე ხელისუფლებას დაგვიანებული ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენის გამო აკრიტიკებს

23 აპრ 202015:06
3 წუთის საკითხავი
 

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე ხელისუფლებას დაგვიანებული ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენის გამო აკრიტიკებს.  

ბაქრაძემ დღეს ანტიკრიზისულ გეგმაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება და ის პუნქტები ჩამოთვალა, რომელიც მათ მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმაში იყო წარმოდგენილი, მათ შორის სახელფასო კომპენსაცია უმუშევრად დარჩენილთათვის, სოციალური კომპენსაციის გადახდა გაჭირვებული მოსახლეობისთვის და თვითდასაქმებულებისთვის

ბაქრაძემ ბიზნესის დახმარების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და საბიუჯეტო ხარჯების შემცირების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ოპოზიცია ხელისუფლების მიერ წარსადგენ ანტიკრიზისულ გეგმას ელოდება.

 


close დახურვა