logo
ENG



ბაქრაძემ ევროპის სახალხო პარტიას ოკუპაციასა და დაგეგმილ არჩევნებზე ინფორმაცია მიაწოდა

18 ივნ 202009:05
3 წუთის საკითხავი
 

დავით ბაქრაძემ ევროპის სახალხო პარტიის ლიდერთა ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

„ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ ისაუბრა.

პარტიის ლიდერმა ევროპელ პარტნიორებს ინფორმაცია რუსეთის მხრიდან უკანონო ბორდერიზაციისა და ადამიანთა გატაცების ბოლო შემთხვევებზე მიაწოდა. ბაქრაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა მომავალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და მშვიდობიანად ჩატარების მნიშვნელობაზე .

შეხვედრაში მონაწილეობას დონალდ ტუსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეინი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ასევე ევროკავშირის სხვა პოლიტიკური ლიდერები იღებდნენ. 

"უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეს ფორმატი იძლევა იმ იშვიათ შესაძლებლობას რომ მნიშვნელოვან თემებზე გვქონდეს პირდაპირი დისკუსია ევროკავშირის უდიდესი წევრი სახელმწიფოების პრეზიდენტებთან და პრემიერ-მინისტრებთან“, - განაცხადა ბაქრაძემ.

 


close დახურვა