მორიგი თავდასხმა მოხდა ბაღდადში შეერთებული შტატების საელჩოზე. გავრცელებული ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავდა 3 ადამიანი. ასევე დაზიანდა დიპლომატიური უწყების შენობა. რაკეტები ,,მწვანე ზონაში'' ჩამოვარდა, სადაც ერაყის სამთავრობო შენობები და საელჩოები მდებარეობს.
პასუხისმგებლობა თავდასხმაზე ამ დრომდე არავის აუღია. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე მოუწოდა ერაყის მთავრობას შეასრულოს დიპლომატიური ობიექტების დაცვის შესახებ აღებული ვალდებულება.