logo
ENG



ბაღდათში პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს

21 აპრ 202020:23
3 წუთის საკითხავი
 

ბაღდათის მუნიციპალიტეტში დაკავებულია პირი, რომელიც თავს სამართალდამცველს დაესხა. გამოძახებაზე მისული პოლიციელი რამდენიმე დღის წინ დაჭრეს.

შემთხვევის შედეგად დაშავებულ სამართალდამცველს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია და ის ამჟამად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.

ადგილობრივების თქმით, დაკავებული ინციდენტის დროს მეზობლებს ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრებოდა. პოლიციელმა შეიარაღებული კაცისთვის იარაღის წართმევა მოახერხა, თუმცა  ამ დროს  მას ბრალდებულმა ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა.

დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 


close დახურვა