logo
ENG



ბაჩალიაშვილი: შსს ლაქის მიყენების გარდა არაფერს აკეთებს, ირაკლი შოთაძეს ვენდობი

07 აგვ 202013:42
3 წუთის საკითხავი
 

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მამა აცხადებს, რომ ის საქართველოს პროკურატურას ენდობა.

როგორც ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამბობს, შინაგან საქმეთა სამინისტრო ბაჩალიაშვილის საქმეზე შესაბამისად ვერ მუშაობს, რის გამოც ოჯახმა პროკურატურას მიმართა.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე, ოჯახს დაჰპირდა, რომ ის გამოძიებას ზედამხედველობას გაუწევს და დააკვირდება, რომ საქმე ბოლომდე იქნას გამოძიებული.

"როგორც საქმე მიმდინარეობს ქვემო-ქართლის სამმართველოში, ისევ განმეორდა ის სიტუაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში, ლაქის მიყენების გარდა, არაფერი არ არის. ამიტომ გადავწყვიტეთ რომ პროკურატურას მივმართოთ.

ირაკლი შოთაძემ გუშინ მიგვიღო, გულთან მიიტანა ყველა ჩვენი ტკივილი და სიტყვა მოგცა, რომ ეს საქმე მისი ზედამხედველობის ქვეშ იქნება და ბოლომდე დააკვირდება, რომ მალე გამოიძიოს ეს საქმე და სიმართლე დამტკიცდეს. მე მას ვენდობი", - აცხადებს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ, 6 აგვისტოს ბაჩალიაშვილის ოჯახი გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს შეხვდა.

ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა მთავარ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ, განაცხადა, რომ ირაკლი შოთაძე მას საქმეში FBI-ს ჩართვას დაჰპირდა.

თამაზაშვილის თქმით, პროკურატურა მარტო თვითმკვლელობის ვერსიას არ განიხილავს.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს. 


close დახურვა