logo
ENG



ბაჩალიაშვილის დედა: შოთაძისგან დაპირებები მივიღე, შიმშილობას ამ ეტაპზე აღარ ვაპირებ

06 აგვ 202016:41
3 წუთის საკითხავი
 

თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა მთავარ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ, განაცხადა, რომ ირაკლი შოთაძე მას საქმეში FBI-ს ჩართვას დაჰპირდა.

თამაზაშვილის თქმით, პროკურატურა მარტო თვითმკვლელობის ვერსიას არ განიხილავს.

"მთავარი პროკურორისგან მივიღე დაპირება, რომ სადაც კი მოვითხოვ, FBI აუცილებლად იქნება ჩართული, ნებისმიერ ექსპერტიზაზე. მარტო თვითმკვლელობის ვერსიაზე საუბარი ზედმეტად მიიჩნია. ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება და ყველა ვერსია გადამოწმდება. პროკურატურა მუშაობს თვითმკვლელობამდე მიყვანაზე, თვითმკვლელობის ინსცენირებასა და მიზანმიმართულ მკვლელობაზე. ჩვენი ყველა კითხვა ჩაინიშნეს და ყველა კითხვას გაეცემა პასუხიო", - განაცხადა თამაზაშვილმა. 

თამაზაშვილის თქმით, ჯერჯერობით, შიმშილობას არ აპირებს.

5 აგვისტოს შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ბაჩალიაშვილი თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტში ეძებდა.

ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა, დღეს, 6 აგვისტოს შოთაძესთან შეხვედრამდე  შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. ის ითხოვდა, რომ შვილის გარდაცვალების გამოძიებაში აშშ-ის ფედერალური ბიურო ყოფილიყო ჩართული. ამ მიზნით ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები 4 აგვისტოს აშშ-ის საელჩოსთანაც შეიკრიბნენ. 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.


close დახურვა