გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ოჯახის ადვოკატი შსს-ში შეხვედრის დანიშვნას ელოდებიან. გუშინ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა გამოსაძიებლად.
აქამდე საქმეს შსს-ის ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი იძიებდა.
საქმის კრიმინალური პოლიციისთვის გადაცემას ოჯახი და ადვოკატი მოითხოვდნენ.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის ცხედარის აღმოჩენამდე ერთი დღით ადრე ბაჩალიაშვილის ოჯახმა და მეზობლებმა ქვემო ფონიჭალაში აქცია გამართეს და გზა გადაკეტეს.
ოჯახის წევრები გამოძიებას არასათანადო მუშაობაში ადანაშაულებდნენ. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანისა და თავისუფლების აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.
გარდაცვლილის ოჯახი, ისევე როგორც ოჯახის ადვოკატი თვითმკვლელობის ვერსიის გამორიცხავენ.