ბახმუტთან Agence France Press-ის ჟურნალისტი დაიჭრა.
როგორც ცნობილია, დილან კოლინსი რეპორტაჟს ამზადებდა, რა დროსაც ტერიტორიას დრონებით თავს დაესხნენ.
ჟურნალისტი უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს და პირველადი დახმარება გაუწიეს.
ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.