logo
ENG



ბედინეიშვილი: საპენსიო ფონდში გაყინული ფული შეგვიძლია ხალხს დავუბრუნოთ

24 მარ 202014:40
3 წუთის საკითხავი
 

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიგა ბედინეიშვილი „ფორმულასთან“ საუბარში აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა გადასახადები უნდა დაწიოს.

ბედინეიშვილის თქმით, ლარის კურსის გაუფასურების ფონზე, კარგი იქნება თუ ხელისუფლება საპენსიო ფონდში გაყინულ ფულს ხალხს დაუბრუნებს.

„მინიმალური რაღაც მაინც უნდა გავაკეთოთ. გადასახადების დაწევა სადაც შეიძლება რომ დავწიოთ. საპენსიო ფონდში გაყინული ფული შეგვიძლია ხალხს დავუბრუნოთ. სამწუხაროდ, ხარჯების შემცირება ოცნების სტილში არ ზის. ერთადერტი ისნტრუმენტი ეს არის მონეტარული ინსტუმენტი, რასაც ეროვნული ბანკი აკეთებს კიდეც და ცდილობს ინექციებით შეაჩეროს პროცესი“, - აცხადებს ბედინეიშვილი.

ლარის კურსი გაუფასურებას განაგრძობს და ისტორიულ მინიმუმზეა. დღეს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 დოლარის ღირებულება 3.2389 ლარია, ხოლო 1 ევროს 3.4578 ლარად შეიძენთ. რაც შეეხება კომერციულ ბანკებს - „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ღირებულება 3.5 ლარია, ხოლო  ევროს 3.4578 ლარად შეიძენთ. „თიბისი“ ბანკში კი 1$ 3.51 ლარი ღირს, ხოლო 1 ევრო 3.8130 ლარი.

ამავე თემაზე: ეკონომიკის მინისტრის კომენტარი ლარის კურსის გაუფასურებაზე.

 

 


close დახურვა