logo
ENG



ბეირუთში ისრაელის თავდასხმის შედეგად ჰეზბოლას მეთაური დაიღუპა

20 სექ 202419:23
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/20/mukjosx1ww4uxky.jpg

Reuters-ის ცნობით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთით, ისრაელის თავდასხმის შედეგად, ჰეზბოლას ელიტური დანაყოფის, რადვანის მეთაური, იბრაჰიმ აქილი დაიღუპა. 

გავრცელებული ინფორმაციით, აქილი რადვანის ერთეულის წევრებთან ერთად შეხვედრას მართავდა, რა დროსაც ისრაელის სამხედრო თვითმფრინავმა საცხოვრებელი უბანი დაბომბა.

ამასთან, ისრაელის მიერ ბეირუთის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა შორის ხუთი ბავშვია. ამ დრომდე არსებული მონაცემებით, დაშავებულია 17 ადამიანი.

აქილი ჰეზბოლას სამხედრო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა. ის, ასევე, ცნობილია 1983 წელს ბეირუთში აშშ-ის საელჩოსა და ამერიკელი და ფრანგი სამხედროების ყაზარმებზე თავდასხმებში.

ლიბანთან დაძაბული ვითარების გამო ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი გენერალი ჰერცი ჰალევი ჩრდილოეთის სარდლობის ხელმძღვანელს და სარდლობის დანაყოფების მეთაურებს შეხვდა.

 

 

 

 

 

 


close დახურვა