ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ძლიერი აფეთქების საქმეზე 16 პირი დააკავეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედიასაშუალების ინფორმაციით, საქმეზე 18 ადამიანი დაიკითხა, მათ შორის არიან პორტის თანამშრომლებიც.
მედიის ცნობით, მომხდარის შემდეგ ორმა მაღალჩინოსანმა თანამდებობა დატოვა. საუბარია პარლამენტის დეპუტატზე და იორდანიაში ლიბანის ელჩზე.
შეგახსენებთ, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის ცენტრთან ახლოს დიდი აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად 130-ზე მეტი გარდაიცვალა.