ბელარუსის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ უკრაინასთან ახლოს რუსეთთან ერთად სამხედრო წვრთნებს დაგეგმილზე მეტ ხანს გააგრძელებენ.
ბელარუსის ოფიციალური პირების განცხადებით სამხედრო წვრთნები გაგრძელდება რუსეთის და ბელარუსის საზღვრებთან სამხედრო მოქმედებების ზრდის გამო და დონბასში სიტუაციის გამწვავების გამო.
"რუსეთის და ბელარუსის პრეზიდენტებმა გადაწყვიტეს გააგრძელონ გაერთიანებული ძალების მზაობის შემოწმების პროცესი" - თქვა ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა ვიქტორ ხრენინმა.
ბელარუსის და რუსეთის სამხედრო წვრთნები 10 დღეს უნდა გაგრძელებულიყო. გასულ კვირაში სერგეი ლავროვმა თქვა, რომ წვრთნები კვირას დასრულდებოდა.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა 15 თებერვალს თქვა, რომ "წვრთნების დასრულების შემდეგ რუსული ჯარები დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდებიან".
იგორ კონაშენკოვის ამ განცხადებამდე, 14 თებერვალს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმაც განაცხადა, რომ წვრთნები, რომელშიც რუსეთის ჯარის უდიდესი ნაწილი მონაწილეობს, დასასრულს უახლოვდება.