ბელარუსი ფეხბურთელი ილია შკურინი ეროვნული ნაკრების სახელით თამაშს წყვეტს მანამ, სანამ ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტის თანამდებობაზე რჩება.
21 წლის თავდამსხმელმა განცხადება Instagram-ზე გამოაქვეყნა.
"სოციალური ქსელიდან შევიტყე, რომ ეროვნული ნაკრების გაფართოებულ სიაში მოვხვდი, ამიტომ ჩემს პასუხს აქვე დავწერ. უარს ვაცხადებ ეროვნული ნაკრების წარმომადგენლობაზე მანამ, სანამ ლუკაშენკოს რეჟიმი კვლავ ძალაში რჩება", - წერს შკურინი Instagram-ზე.
ბელარუსში უკვე ერთი კვირაა მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს.