logo
ENG



ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას უარყოფს

02 აგვ 202300:17
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/02/7tlfruvmlyh7zhf.jpg

ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ორ ბელარუსულ სამხედრო თვითმფრინავს პოლონეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია.

ბელარუსი თვლის, რომ პოლონური მხარის განცხადებებს, "რომლებიც არ არის დადასტურებული ობიექტური კონტროლის მონაცემებით, ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო განიხილავს, როგორც “ბებოს ნაამბობს".

"დილით, პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ მოსახლეობა დაარწმუნა, რომ ვერ დააფიქსირეს სასაზღვრო დარღვევა, ხოლო საღამოს (როგორც ჩანს, საერთაშორისო ბატონებთან კონსულტაციის შემდეგ) მათ განაცხადეს, რომ საზღვარი გადაიკვეთა ძალიან დაბალ სიმაღლეზე, რამაც ხელი შეუშალა სარადარო სისტემების დაფიქსირებას", - აღნიშნულია ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მანამდე, პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 

ორმა ბელარუსულმა ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. 

სამინისტრო განმარტავს, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს ვერტმფრენებმა წვრთნების დროს, რომელიც საზღვართან ახლოს ტარდებოდა.

მომხდარის შემდეგ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ბრძანება გასცა, რომ საზღვარზე სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა გაიზარდოს, ასევე ჩართული იქნას დამატებითი ძალები და საშუალებები, მათ შორის საბრძოლო ვერტმფრენები.

ოფიციალური ინფორმაციით, პოლონეთმა მომხდარის შესახებ NATO-საც შეატყობინა და ქვეყანაში ბელარუსის დროებით რწმუნებული საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახა.


close დახურვა