ბელარუსული მედიის მიერ ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა - მათი საფეხბურთო ნაკრები საქართველოში გამოკვეთილი ლიდერის, სტანისლავ დრაგუნის გარეშე ჩამოვიდა.
ბელარუსები თავდაპირველად წერდნენ, რომ ნაკრებში 11 გოლის გამტანი ფეხბურთელი კორონავირუსით იყო ინფიცირებული, თუმცა ბორისოვის "ბატეს" Instagram-ის გვერდზე გავრცელდა ფოტო, სადაც ის გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს.
ბელარუსული მედიის ცნობით, სტანისლავ დრაგუნის ეროვნულ გუნდში ვერ მოხვედრის რეალური მიზეზი მისი პოლიტიკური შეხედულებები და ქვეყნის მმართველ, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დაპირისპირებაა.
32 წლის ნახევარმცველი, რომელსაც წარსულში მოსკოვის "დინამოშიც" უთამაშია, ეროვნულ გუნდში 68 შეხვედრა აქვს ჩატარებული, აქედან ორი კი კაპიტნის რანგში.
ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი, სადაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდება, 8 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.