ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში. ნაბიჯი, რომელიც რადიკალურად ცვლის თბილისისა და მინსკის ურთიერთობას და არაღიარების პოლიტიკისადმი ბელარუსის ამ დრომდე შენარჩუნებულ მხარდაჭერას. ლუკაშენკო, პუტინის ღია მხარდამჭერი უკრაინასთან ომში, ოკუპირებული აფხაზეთის არაღიარებულ პრეზიდენტს უკვე შეხვდა. თქვა, რომ სოხუმში ჩასვლამდე პუტინს ესაუბრა. როგორ რეაგირებს დიპლომატიურ სკანდალზე საქართველოს მთავრობა, რომელიც ბოლო ათი წელია, რუსეთთან არგაღიზიანების პოლიტიკას ირჩევს. საგარეო უწყებამ დაგმო მომხდარი, პროტესტის გამოსახატად ბელარუსის ელჩი დაიბარა და განმარტებები მოსთხოვა. ეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაუშვებელი დარღვევაა, წერს პრეზიდენტი.
ბელარუსის პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში
28 სექ 202220:20
3 წუთის საკითხავი