logo
ENG



ბელარუსში კიდევ ერთი მომიტინგე გარდაიცვალა, ის თავში იყო დაჭრილი

19 აგვ 202013:24
3 წუთის საკითხავი
 

ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად, ბელარუსში პროტესტის კიდევ ერთი მონაწილე გარდაიცვალა.

BBC-ის რუსული სამსახურის ცნობით, რომელიც, თავის მხრივ, Tut.by-ის ეყრდნობა, 43 წლის გენადი შუტოვი მინსკში, სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ის თავის არეში იყო დაჭრილი.

Tut.by, რომელიც გარდაცვლილის ახლობლებს ეყრდნობა, იტყობინება, რომ შუტოვი ქალაქ ბრესტში, აქციაზე დაჭრეს. მიტინგის შემდეგ ორი დღის განმავლობაში მას ახლობლები ვერ პოულობდნენ. ბრესტიდან მინსკში ის ვერტმფრენით გადაიყვანეს.

გასულ პერიოდში ბელარუსის შსს იტყობინებოდა, რომ 11 აგვისტოს ბრესტში, მათივე მტკიცებით, მომიტინგეებისგან თავის დასაცავად, მილიციამ ცეცხლი გახსნა.

ბელარუსში მღელვარების დაწყების შემდეგ ეს მეოთხე მსხვერპლია. 

მასობრივი პროტესტი ბელარუსში 9 აგვისტოს გამართულ არჩევნებს მოჰყვა, რომელშიც, ოფიციალური მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა ლუკაშენკომ ხმების 80%-ზე მეტი მიიღო.


close დახურვა