logo
ENG



ბელარუსში პანდემიის მიუხედავად სამხედრო აღლუმი ჩატარდა

09 მაი 202017:03
3 წუთის საკითხავი
 

ბელარუსი ერთადერთი ქვეყანა გახდა პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც მეორე მსოფლიო ომის დასრულების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით მასშტაბური სამხედრო აღლუმი გაიმართა. ქვეყანაში კორონავირუსის მზარდი შემთხვევების მიუხედავად, მინსკის ცენტრში ღონისძიებაზე დასასწრებად ათასობით ადამიანი შეიკრიბა და ძალიან მცირე ნაწილს ეკეთა პირბადე.

აღლუმი ქვეყნის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ჩაიბარა. მასში 3 ათასი სამხედრო, 150 ერთეული ტექნიკა და ავიაცია მონაწილეობდა. ქვეყნის ლიდერის გადაწყვეტილებას, არ გაეუქმებინა აღლუმი, ბელარუსის მოსახლეობის ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. სპეციალურ პეტიციას, რომელიც ხელისუფლებას მოუწოდებდა აღლუმისთვის გათვალისწინებული თანხით საავადმყოფოებს დახმარებოდნენ, 13 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი. 

 


close დახურვა