logo
ENG



ბელგიაში საყოველთაო კარანტინის შემსუბუქება დაიწყეს

25 აპრ 202014:03
3 წუთის საკითხავი
 

ევროპულ ქვეყნებს, სადაც საყოველთაო კარანტინის შემსუბუქება დაიწყეს, ბელგია უერთდება. ქვეყნის ხელისუფლებამ რამდენიმე პუნქტიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა.

4 მაისიდან ბელგიაში დღეში 25 ათას ტესტს ჩაატარებენ. სავალდებულო გახდება პირბადის ტარება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას 12 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის.

12 მაისიდან ქვეყანაში სრულად გაიხსნება მაღაზიები, 18 მაისიდან კი ეტაპობრივად აღდგება სასწავლო პროცესი. ევროპის ქვეყნებს შორის ბელგიაში გარდაცვალების დონე ყველაზე მაღალია. 45 ათასი ინფიცირებულიდან თითქმის 7 ათასი გარდაიცვალა.

ორკვირიანი სავალდებულო კარანტინი გააპროტესტეს პოლონეთ-გერმანიის საზღვარზე. აქცია ასობით ადამიანმა გამართა, რომლებიც პოლონეთში ცხოვრობენ და გერმანიაში მუშაობენ. 


close დახურვა