კორონავირუსის პანდემიის გამო ბელგიაში ყვავილების გამოფენა გაუქმდა. ღონისძიება, რომელიც ბრიუსელში ყოველ წელს იმართება და ათასობით ტურისტს იზიდავს, წელს აღარ ჩატარდება.
ყვავილების ფესტივალი აპრილში უნდა დაწყებულიყო და სამ მაისამდე გაგრძელებულიყო, თუმცა ქვეყანაში გამოცხადებული კარანტინის გამო გეგმა შეიცვალა. კომპანიებმა, რომლებიც ფესტივალს ამარაგებდნენ, ყვავილები აღარც დაკრიფეს.