ბელგიის პროკურატურამ კატალონიის ყოფილი ლიდერი გირაოს გარეშე გაათავისუფლა. ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კარლეს პუჩდემონის დაკავების შესახებ მორიგი საერთაშორისო ორდერი რამდენიმე დღის წინ გასცა.
პუჩდემონი ბრიუსელის პოლიციის განყოფილებაში დღეს ნებაყოფლობით გამოცხადდა, თუმცა ის მალევე გაათავისუფლეს. პარალელურად, ბარსელონაში კიდევ ერთი მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან. დემონსტრანტები ქალაქისკენ მიმავალ მთავარ ავტომაგისტრალებს გადაკეტავენ, საღამოს კი საყოველთაო გაფიცვა დაიწყება. საპროტესტო აქციის გამო დაიკეტა ბარსელონის მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა - "საგრადა ფამილიას" ტაძარიც.