logo
ENG



ბელგიის წამყვანი ვირუსოლოგი ანტივაქსერი სნაიპერის სამიზნე გახდა

06 ივნ 202111:29
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/06/84utl56yt08kknn.jpg

ბელგიის წამყვანი ვირუსოლოგი ულტრამემარჯვენე ანტივაქსერის, ყოფილი სამხედროს სამიზნე გახდა. არსებული საფრთხის გამო მედიკოსი ოჯახთან ერთად უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი.

მარკ ვან რანსტი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთერთი ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი ფიგურაა ბელგიაში. 

ვირუსოლოგი ულტრამემარჯვენე ჯარისკაცის, იურგენ კონინგის სამიზნეა. ყოფილ სახმედრო პირს ვენდეტა აქვს გამოცხადებული ინფექციონისტების წინააღმდეგ. ის სარაკეტო დანადგარითა და ტყვიამფრქვევითაა გაქცეული და პოლიცია ვერ პოულობს.

პროფესორი მარკ ვან რანსტი ოჯახთან ერთად სამალავში 18 მაისს გადაიყვანეს. ის BBC-ის უყვება იმ ინციდენტის შესახებ, რაც გადახდა.

„ყოფილი ჯარისკაცი, მძიმედ შეიარაღებული, ჩემს ქუჩაზე იყო სამი საათის განმავლობაში. ის ზუსტად ჩემი სახლის წინ მელოდება, როდის დავბრუნდებოდი სამსახურიდან შინ. სამწხუხაროდ, ის გაწვრთნილი სნაიპერია სამხედრო აღჭურვილობითა და იარაღით. ისეთ ადამიანებს მიეკუთვნება, რომ არ მოგინდება, მოგდევდნენ", - ყვება ინფექციონისტი.

საფრთხის მიუხედავად, პროფესორი ჩვეულად აგრძელებს კორონავირუსის საკითხებზე მუშაობას და ამბობს, რომ მის ოჯახს არ ეშინია, თუმცა სიფრთხილეს მაინც იჩენენ.

სნაიპერი ტერორისტთა სიაში ბელგიას აქამდეც ჰყავდა შეყვანილი, მისი ულტრამემარჯვენე და ძალადობრივი რწმენებიდან გამომდინარე. როცა მისი ყაზარმიდან გაუჩინარდა, აშკარა გახდა, რომ მისი სამიზნე ვირუსოლოგები იქნებოდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები აღიარებენ, რომ არ იციან, სადააა იურგენ კონინგი. გაუჩინარების შემდეგ მისი კვალი იკარგება. მაღალჩინოსნების თქმით, შესაძლოა, კონინგი სხვა ქვეყანასაც კი აფარებდეს თავს. ისინი, ასევე, აღიარებენ გამოძიებისას დაშვებულ გარკვეულ შეცდომებსაც: მაგალითად, როგორ მოხვდა სამხედრო ტერორისტის ხელში იარაღი და რატომ ჰქონდა მას შესაძლებლობა, იარაღის მაღაზიაში შესულიყო. 


close დახურვა