ისრაელის პრემიერმინისტრის, ნაფტალი ბენეტის განცხადებით, რუსეთი აღარ ითხოვს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეცვლას და უკრაინის სრულ დემილიტარიზაციას.
როგორც ბენეტმა აღნიშნა, მოლაპარაკებების ნაწილში ჯერ კიდევ "დიდი გზაა გასავლელი". ამასთან, მისივე განცხადებით, უკრაინა აღარ ითხოვს ნატო-ში გაწევრიანებას.
"ჩვენს სხვა მეგობრებთან ერთად გავაგრძელებთ [მხარეებს შორის] ხიდის დადებას ომის დასასრულებლად. ეს არის საუკეთესო რამ, რაც შეიძლება მოხდეს", - აღნიშნა პრემიერმინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინას შორის ისრაელის შუამავლობა უკრაინამ მოითხოვა. მთავრობამ მიზეზად ორივე მხარესთან კარგი ურთიერთობა დაასახელა.