logo
ENG



ბენზინს არავინ არ სვამს და სახლში არ მიაქვს-კალაძე IDFI-ის კვლევას ეხმაურება

05 ნოე 201917:43
3 წუთის საკითხავი
 
jhr2bmic4kddpaq.png

თბილისის მერი კახა კალაძე IDFI-ის კვლევას ეხმაურება, რომლის თანახმადაც მერიისა და საკრებულოს ხარჯები გაზრდილია. 

კალაძემ ხარჯების გაზრდა საჭიროების არსებობით განმარტა და აღნიშნა, რომ "ბენზინი სახლში არავის" მიაქვს. 

"არ ვიცი, არ ვიცნობ კვლევას. ზეპირად როგორ გითხრათ. ალბათ ამის საჭიროება იყო. ბენზინს არავინ არ სვამს და სახლში არ მიაქვს. საჭიროება იყო ესეიგი და ამიტომ გაიზარდა," - განაცხადა თბილისის მერმა. 

კვლევას, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. 

"საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, თანამშრომლები, მაგალითად მძღოლები საშტატო ერთეულებიდან იყვნენ გადაყვანილი შტატგარეშე თანამშრომლებად. ეს არის უსაფუძვლო ბრალდება და უბრალოდ არის მცდელობა, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ," - განაცხადა ტყემალაძემ. 

შეგახსენებთ, რომ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" ინფორმაციით, მერიასა და საკრებულოში, ბიუროკრატიული ხარჯები გაზრდილია. შესაბამისი კვლევა, ორგანიზაციამ დღეს გამოაქვეყნა. როგორც IDFI-ის წარმომადგენელი აცხადებს, კვლევა ჩატარებულია სხვადასხვა კომპონენტების მიხედვით და ხარჯი ყველა მიმართულებით გაზრდილია. 

 

 


close დახურვა