logo
ENG



ბენიძე ფეისბუკის განცხადებაზე: ასეთ საკითხებზე უნდა დაიწყოს გამოძიება

21 დეკ 201912:22
3 წუთის საკითხავი
 
ev648bphblpmyf4.jpg

ვინ დგანან პროსახელისუფლებო და ანტიდასავლური Facebook-გვერდების უკან და რატომ გადაწყვიტეს ამ საქმით დაინტერესება სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ და ატლანტიკური საბჭოს ციფრული კრიმინალისტური კვლევის ლაბორატორიამ.

Facebook-ის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გვერდები იმართებოდა სარეკლამო კაპანია „პანდას“ მიერ, რომელიც წარსულში საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, როგორც მუსიკალური პროექტი.

რაც შეეხება გამოძიებას, რომელიც Facebook-ის ადმინისტრაციამ და სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა ჩაატარა, მათ ინფორმაცია ორგანიზაცია "სამართლიანმა არჩევნებმა" მიაწოდა. გვერდების მონიტორინგი გასულ წელს, საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში დაიწყო. „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლის, მიხეილ ბენიძის თქმით, ინფრომაციის გავრცელების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს Facebook-გვერდის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია ჰქონდათ და როგორც ისინი აცხადებენ, მათი მხრიდან ამ საქმეზე მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.

„ასეთი მასშტაბის რეაქცია ჩვენს რეგიონში მე არ მახსოვს, შარშან უკრაინის არჩევნების დროს გააუქმეს გარკვეული გვერდები, ასევე მოლდოვაში გააუქმეს ცალკეული გვერდები, მაგრამ ჩვენთან მასშტაბურად არის. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ 300 ათას დოლარზე მეტი, ანუ დღევანდელი კურსით დაახლოებით მილიონ ლარამდე იყო დახარჯული ამ გვერდების მიერ. წესით, ასეთ საკითხებზე უნდა დაიწყოს გამოძიება და უნდა იყოს ეს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი რეაქციის საგანი“, - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.


close დახურვა