ბენო ქაშაკაშვილი, რომელმაც, სიის მიხედვით, პარლამენტში დეპუტატ სოფიო ქაცარავას ადგილი უნდა დაიკავოს, საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. როგორც ქაშაკაშვილი ამბობს, კენჭს მაჟორიტარად იყრის და პარლამენტში ასე შევა.
„თქვენ თუ მე თვალების მთხრელ ადამიანად აღმიქვამთ, თქვენ თუ ფიქრობთ რომ მე ვიმართები, ასეთ რამეს გეტყვით, რამდენიმე თვეა ივანიშვილი თვალით არ მინახავს, მე უბრალოდ ასეთ რამეს გეტყვით მე მინდა მაჟორიტარად შევიდე პარლამენტში უარს ვამბობ სიაზე და მე მინდა მაჟორიტარ დეპუტატად ვიყარო კენჭი შემდეგ არჩევნებზე“, - განაცხადა ქაშაკაშვილმა.