გერმანია უკრაინის სამხედრო დახმარებას წელს კიდევ 4 მილიარდ დოლარამდე გაზრდის. ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან კიევისთვის კიდევ 15 მილიარდი ევროს გამოყოფა მოითხოვა. გამორჩეული მხარდაჭერისთვის დღეს გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედლით დააჯილდოვა. უკრაინა წინ მიიწევს ევროინტეგრაციის გზაზეც. ევროკავშირი მზადაა წევრობის საკითხზე ოფიციალური მოლაპარაკებები კიევთან 25 ივნისიდან დაიწყოს.
ბერბოკის ვიზიტი კიევში
21 მაი 202420:33
3 წუთის საკითხავი