დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს შეხვედრა გამართეს, რომელზეც უკრაინის საკითხი განიხილეს. კერძოდ, მინისტრები მსჯელობდნენ როგორ დაეხმარონ უკრაინას მოახლოებული ზამთრის დროს, მის ენერგოსისტემაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალინა ბერბოკის თქმით, დიდი შვიდეულის ქვეყნები უკრაინას ზამთრის პერიოდშიც გაუწევენ დახმარებას. ის ამბობს, რომ უკრაინის ელექტროქსელის 30%-ზე მეტი განადგურებულია.
"ეს ნიშნავს იმას, რომ ელექტროენერგია არ არის არა მხოლოდ სკოლებსა და საავადმყოფოებში, არამედ ჰიდროსადგურებზეც, რომლებიც ელექტროენერგიაზე მუშაობენ. დიდი შვიდეული უკრაინას დაეხმარება ზამთრის გადატანაში. ჩვენ არ დავუშვებთ ადამიანები - მოხუცები, ბავშვები, მოზარდები, ოჯახები - შიმშილისგან ან სიცივისგან დაიღუპონ, იმის ფონზე, რომ ზამთრის პერიოდში რუსეთი ხისტ ტაქტიკას ირჩევს. ჩვენ მივაწვდით გამათბობლებს, საწოლებს, საბნებსა და კარვებს, სხვა ჰუმანიტარულ ტვირთსაც", - თქვა ბერბოკმა და აღნიშნა, რომ გერმანიამ უკრაინას 100 გენერატორზე მეტი უკვე გაუგზავნა, რათა ქსელის სტაბილიზაცია მოხდეს.
ბერბოკის განცხადებით, სხვა ქვეყნებმაც დახმარების გაწევის პირობა უკვე დადეს.