მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
როგორც სიჭინავამ აღნიშნა, მისთვის აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობა დიდი პატივი იყო და კოლეგებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
"დარწმუნებული ვარ, ეს ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, ვინ სად და რა პოზიციაზეც არ უნდა ვიყოთ, რადგან იცვლება მხოლოდ პოზიციები, მიზნები კი, რომელსაც ვემსახურებით - არასოდეს!
და ბოლოს, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას - უაღრესად ღირსეულ, სწორი ფასეულობების და მაღალი პრინციპების ადამიანს, განსაკუთრებული უნარების მენეჯერსა და ნამდვილ ლიდერს, რომელმაც მასთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა მომცა.
წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს მთავრობას და ადმინისტრაციის მომავალ ხელმძღვანელობას!", - წერს ბერდია სიჭინავა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი 18 თებერვალს დატოვა.