logo
ENG



ბერდია შუკაკიძე: ჩემთვის განათლების მინისტრის პოსტი არავის შემოუთავაზებია

08 ნოე 201907:36
3 წუთის საკითხავი
 
3nht261pvlhv2vw.jpg

მინისტრი გადადგა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კი იყოფა. გავრცელებული ინფორმაციით, განათლების მინისტრის პოსტზე ყოფილი მინისტრის, მიხეილ ჩხენკელისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის, ბერდია შუკაკიძის კანდიდატურები განიხილებიან. როგორც „ფორმულას" შუკაკიძემ სატელეფონო კომენტარისას განუცხადა, მისთვის განათლების მინისტრის პოსტი არავის შეუთავაზებია.

„არა ნამდვილად, არავის დაურეკავს, არავის უკითხავს არაფერი. მე ვარ ცენტრის დირექტორი, არავის არაფერი შემოუთავაზებია და მინდა ამ ცენტრის დირექტორად გავაგრძელო მუშაობა", - განაცხადა შუკაკიძემ.

შეგახსენებთ, რომ 7 ნოემბერს მიხეილ ბატიაშვილმა განათლების მინისტრის პოსტი დატოვა.


close დახურვა