logo
ENG



ბერლინიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები სავალდებულო კარანტინში გადაიყვანეს

13 აპრ 202011:10
3 წუთის საკითხავი
 

ბერლინიდან საქართველოში დაბრუნებული 164 მოქალაქე სავალდებულო კარანტინში თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში მოათავსეს. უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

სპეც  რეისი, „ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ, ბერლინიდან გუშინ შესრულდა. შემდეგი რეისი ხვალ ამსტერდამიდან იგეგმება, რომლითაც ნიდერლანდებში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ნაწილი სამშობლოში დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 266-მდე გაიზარდა. აქედან 67 პირი გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4872 პირი, ხოლო სტაციონალური მეტვალყურეობის ქვეშ 453 ადამიანი.


close დახურვა