ბერლინში მიმდინარე ლეგენდათა ტურნირში შვიდ გერმანულ გუნდთან ერთად „დინამო თბილისიც" მონაწილეობს. თბილისური კლუბი ჯგუფის პირველ შეხვედრაში ლევერკუზენის „ბაიერნის“ ლეგენდებს დაუპირისპირდა და 4:2 დაამარცხა. ალექსანდრე იაშვილის დუბლს, კახა კალაძემ და ოთარ მარცვალაძემ თითო ბურთი დაუმატეს.
მეორე შეხვედრაში კი „დინამომ“ დორტმუნდის „ბორუსიასთან“ 3 - 2 წააგო. ჯგუფის ბოლო მატჩი დღეს, „დინამოსა“ და „შალკეს“ შორის გაიმართება.