logo
ENG



ბერლინში რიგით 70-ე კინოფესტივალი გაიხსნა

21 თებ 202014:34
3 წუთის საკითხავი
 

ბერლინში რიგით 70-ე კინოფესტივალი გაიხსნა. გახსნის ცერემონიაზე სტუმრებმა წუთიერი პატივი მიაგეს ქალაქ ხანაუში სროლის შედეგად დაღუპული 9 ადამიანის ხსოვნას.

ფესტივალი ფილმის "ჩემი სელინჯერის წელიწადის" ჩვენებით გაიხსნა, რომელშიც მთავარ როლს სეგურნი ვივერი ასრულებს. ეს ფილმი საკონკურსო ნამუშევრების სიაში არ არის. კინოფესტივალის მთავარი პრიზის ოქროს დათვის მისაღებად 18 ფილმი იბრძოლებს. გამარჯვებულს ჟიური გამოავლენს, რომელსაც ჯერემი აირონსი უძღვება. ბერლინალე პირველ მარტს დაიხურება. 


close დახურვა