logo
ENG



ბერნი სანდერსის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს ინციდენტი მოხდა

06 მარ 202014:28
3 წუთის საკითხავი
 

შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატ ბერნი სანდერსს წინასაარჩევნო შეხვედრის დროს სიტყვა ორჯერ შეაწყვეტინეს. ინციდენტი არიზონის შტატში მოხდა. დარბაზში მყოფმა რამდენიმე ადამიანმა დონალდ ტრამპის მხარდასაჭერად გიგანტური ბანერის გაშლა სცადა, რასაც ჩხუბი მოჰყვა.

ინციდენტის მონაწილეები დარბაზიდან სამართალდამცველებმა გაიყვანეს. თავად პრეზიდენტობის კანდიდატმა ელიზაბეტ უორენის მომხრეებს მიმართა და მოუწოდა, მხარი მას დაუჭირონ. მასაჩუსეთსის სენატორმა საკუთარი კანდიდატურა სუპერ სამშაბათის პრაიმერიზში განცდილი წარუმატებლობის შემდეგ მოხსნა. 


close დახურვა