logo
ENG



ბერძენიშვილი: გვყავდა ბაგრატ-რეგვენი, ახლა გვყავს ბიძინა-მატყუარა

14 ნოე 201915:38
3 წუთის საკითხავი
 
422gg5xzhmldksl.png

პოლიტიკოსი დავით ბერძენიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მმართველი გუნდის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა შექმნილი ვითარების გამო, თავი იზოლაციაში მოიქცია. ბერძენიშვილის თქმით, საზოგადოებრივი პროტესტი გაღრმავდება და მმართველი გუნდი "იმაზე უარესად დაასრულებს, ვიდრე ამის მოლოდინი არსებობს". 

"იქნება მასობრივი პროტესტი. საბოლოო ჯამში ყველაფერი გამოიხატება ბიულეტენით. ჩვენ ისტორიაში გვყავდა ბაგრატ რეგვენი, ახლა გვყავს ბიძინა მატყუარა. იმის მიუხედავად, რომელი ვერსია უფრო სწორია, რომ ბიძინამ თავიდანვე ასე დადგა, თუ ვიღაცები ბიძინას აუმხედრდნენ. ნებისმიერ შემთხვევში ივანიშვილს აქვს ადეკვატურობის პრობლემა. ივანიშვილისა ეს გადაწყვეტილება და სხვანაირად ამას ვერ შევაფასებ. ეს გამოიწვევს მის იზოლაციაში მოქცევას, მაგას დატოვებენ პარტნიორები, ვინც ჰყავს. გაღრმავდება საზოგადოებრივი პროტესტი. ივანიშვილმა საშინაო და საგარეო იზოლაციაში მოიქცია თავი. იმაზე უფრო ცუდად დაამთავრებს ვიდრე ვარაუდობდა," - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა "ფორმულასთან" საუბარში. 

 


close დახურვა