„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის დავით ბერძენიშვილის შეფასებით, ხელისუფლება იქცა ჯგროდ.
როგორც ბერძენიშვილმა გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა, კინოთეატრებთან ხელისუფლების წარმომადგენლები რომ ენახა, მისი მისვლის საჭიროებას, ვერ დაინახავდა.
„ხელისუფლების წარმომადგენლები რომ ყოფილიყვნენ, შეიძლება მე არ ავჩქარებულიყავი მისასვლელად. ხელისუფლება რომ ვერ დავინახე, ჩუგოშვილიც კი, არც მარიამ ჯაში, ვისაც აქვს პრეტენზია შერჩენილი მაინც რომ პროდასავლურია, ყველა რომ წავიდა ბუჩქებში და სირაქლემას პოზაში აღმოჩნდნენ, ამიტომ მივედი მე იქ. ხელისუფლება იქ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მშვენივრად იციან ამ ადამიანებმა, ვისთვისაც უხერხულია იქ მიუსვლელობა, იციან რომ მათი ხელისუფლების წყარო ბიძინა ივანიშვილი, სულაც არაა ბნელი, მაგრამ მას აწყობს ასეთი ჯგუფების არსებობა. დისკრედიტირებულია ქართული ოცნება, მის ბნელ და არც ნაკლებად ბნელ შემადგენლობას არ აქვს რესურსი პოზიტიურად იმოქმედოს. მხდალი ადამიანები, რომლებიც ინდივიდუალურად ვერაფერს შვებიან და იქცევიან ჯგროდ, ხელისუფლებაც იქცა ჯგროდ, სამწუხაროდ, არცერთი მათგანი ინდივიდი არ არის,“- განაცხადა ბერძენიშვილმა.