logo
ENG



ბესელია:საკონსტიტუციო ცვლილებები ოცნებისთვის იძულებითი ნაბიჯი იყო

21 ივნ 202013:50
3 წუთის საკითხავი
 

ეკა ბესელია აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებები არ აძლევდა ხელს და ეს მისი მხრიდან იძულებითი ნაბიჯი იყო. 

ეკა ბესელია ასევე აცხადებს, რომ „ევროპული საქართველოს“გადაწყვეტილება იყო რისკების შემცირების კარგი გზა, რათა მმართველ ძალას კიდევ ერთი სიურპრიზი არ მოეწყო.

„ძალიან კარგია, რომ რისკები მინიმუმამდე დავიდა და ვეღარ ვხედავ ჩავარდნის რისკს. ორივე პარტიამ შეცვალა პოზიცია და გადაწყვიტეს კენჭისყრაში მონაწილეობა. ვნახეთ, რომ ხუთი დეპუტატი გამოჩნდა, ვინც არ აძლევს ხმას. ამიტომ საფრთხეს ახლა ვერ ვხედავ. იმედი მაქვს, ხმების დაზღვევა მეორე და მესამე მოსმენაზეც მოხდება, ეს არაა იდეალური, მაგრამ არის უკეთესი სისტემა. არათანაბარი გარემოა და საჭიროა, რომ სისტემა მაინც მიახლოებით პასუხობდეს იმას, რომ ჩატარდეს გამართული არჩევნები. მე მაქვს შენიშვნები, მაგალითად, ჩამკეტის შესახებ. ვინც 40%-ზე მეტს ვერ აიღებს, შეუძლია მაჟორიტარების დახმარებით დააკომპლექტოს მთავრობა - ამიტომაა საჭირო ჩამკეტი.

"ეს იყო „ოცნებისთვის“ იძულებითი ნაბიჯი და ამისთვის მადლობა ჩვენი ქვეყნის მეგობრებს. ყველას, ვინც უდიდესი როლი შეიყვანა, რომ დასვა იძულებით ოცნება მოლაპარაკებებზე და ხელი მოაწერინა ხელშეკრულებაზე. მათთვის სასურველი პუნქტი დევს - ამის შემდეგ რიგგარეშე არჩევნები შეიძლება შერეული სისტემით ჩატარდეს, მაგრამ ჩვენ მაინც მხარს ვუჭერთ მას. იმედია, ოცნება გააცნობიერებს, რომ ძალაუფლებას აღარ უნდა წაეპოტინოს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

კობა ნარჩემაშვილი კი აცხადებს, რომ ეს იყო პოლიტიკური სპექტრისთვის გამოწვევა - ამაზე პასუხი კი უნდა იყოს ცვლილებების მხარდაჭერა.

„მიმაჩნია, რომ ესაა არა მარტო ოცნების, არამედ სპექტრისთვის გამოწვევა - ამაზე პასუხი უნდა გვქონდეს გამართული. თუ ხელისუფლება ამაში მოიკოჭლებს, სხვებს იმავეს უფლება არ გვაქვს. ეს ჩვენი საქმეცაა - ვიქნებით გადაწყვეტილებების ერთგული. 14-შიც მხარი დავუჭირეთ და ახლაც ვუჭერთ მხარს. მე, სიმართლე გითხრათ, იმხელა ზიანი მიიღო ოცნება, რესურსს ვერ ვხედავ, კიდევ წავიდნენ გართულებაზე და არ იქნება სიურპრიზები", - ამბობს კობა ნარჩემაშვილი.


close დახურვა