logo
ENG



ბესელია კონტრ-აქციაზე: ასეთი კონფლიქტების გაჩაღება ქვეყნისთვის ზიანის მომტანია

03 დეკ 201907:49
3 წუთის საკითხავი
 
sjpqilswybq38td.jpg

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ ოფისთან 2 დეკემბერს მომხდარ დაპირისპირებას აფასებენ და აცხადებენ, რომ კონტრაქცია "ქართულმა ოცნებამ" დაგეგმა და მასში პარტიის მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა „ფორმულას“ განუცხადა, ხელისუფლება მსგავსი ქმედებებით ანგრევს პოლიტიკურ სხეულს.

„ასეთი მოქმედებები არის მომკვდინელები ხელისუფლებისთვის. ისინი რასაც დღეს აკეთებენ, ამით ანგრევენ საკუთარ პოლიტიკურ სხეულს“, - განაცხადა რატიანმა.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას აზრით კი, მსგავსი კონფლიქტები ქვეყნისთვის ზიანის მომტანია.

„ხელისუფლება უნდა აცნობიერებდეს, რომ ის ფლობს ყველა ბერკეტს, ყველა სახელისუფლებო ინტიტუტს და ამ დროს გამოყავს აქტივისტები აქციის მონაწილეებთან კონფლიქტში შესაყვანად. ასეთი კონფლიქტების გაჩაღება და ნაღმების აფეთქება არის ქვეყნისთვის დიდი ზიანის მომტანი და ეს უნდა გააცნობიეროს ხელისუფლებამ“, - განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მოძრაობების „გაბედე“, „შეცვალესა“ და „ქვეყნის სამსახურში“ აქცია გაიმართა, რასაც მმართველი პარტიის კონტრ-აქცია დაუპირისპირდა. აქციის შედეგად კონტრ-აქციის მონაწილეებმა რამდენიმე პირს შეურაცხყოფა მიაყენეს და ისინი სხავდასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 


close დახურვა