logo
ENG



ბესელია მოზარდის საქმეზე: უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობდა ამ საქმეში

19 დეკ 201912:35
3 წუთის საკითხავი
 

„სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, პირდაპირ უნდა დაეკისროს იმათ, ვისაც ირიბად ან უშუალოდ მიუძღვის ბრალი ამ უკანონობაში,“ - ასე აფასებს დეპუტატი ეკა ბესელია ლუკა სირაძის გარდაცვალებაზე მიმდინარე გამოძიებას.

"ქართული ოცნებიდან" დემარშით წასული დეპუტატი ამბობს, რომ არის სისტემის პრობლემა და უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა დაწყებული გამომძიებლით დამთავრებული რიგითი ადამიანით, რომელიც მთელ ამ პროცესში იყო ჩართული.

„ლუკას ტრაგედია ააშკარავებს სისტემასთან მარცხს. ტრაგედიაში არის 2 ტიპის პასუხისმგებლობა. არის პოლიტიკური და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. პოლიტიკური პასუხისმგებლობა უწყების ხელმძღვანელი პირების მხრიდან სახეზეა და არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც იმ ადამიანებს პირდაპირ უნდა დაეკისროს, ვისაც ირიბად ან უშუალოდ მიუძღვის ბრალი ამ უკანონობაში. ეს არის ჯაჭვი მთელი უსამართლობის, რომელსაც უნდა მოყვეს კონკრეტული პასუხისმგებლობა და არამხოლოდ სახელით და გვარებით, არამედ სისტემური ცვლილება უნდა მოჰყვეს. ჩვენ სისტემა უნდა შევცვალოთ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.


close დახურვა