logo
ENG



ბესელია შეწყალების საქმეზე: პროკურატურამ უნდა დააჩქაროს გამოძიების შედეგების გამოაშკარავება

04 ნოე 201917:28
3 წუთის საკითხავი
 
z1nfjvbisq4a01p.jpg

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია შეწყალების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მისი განცხადებით მასაც არ მოსწონს, როგორ იძიებს პროკურატურა საქმეს თუმცა, მაინც საჭიროდ მიიჩნევს, რომ თუ კორუფციის ნიშნები იკვეთება ეს ჯერ პროკურატურამ დაადგინოს და შუალედური შედეგები საზოგადოებას გააცნოს.

"პროკურატურამ უნდა დააჩქაროს გამოძიების შედეგების, თუნდაც პირველადი შედეგების მონაცემების გამოაშკარავება და საზოგადოების ინფორმირებულობა იმიტომ, რომ ეს აზიანებს ამ პროცესს, აზიანებს მათ შორის პრეზიდენტსაც და საგამოძიებო კომისიიის შექმნის საკითხიც იმიტომ დაისვა, რომ არ ვიცით რა მოხდა ამ შეწყალებასთან დაკავშირებით. რაც უფრო გაიწელება, მით უფრო გააქტიურდება ამ კომისიის შექმნის საკითხი და ვინც კი არ ფიქრობს, რომ კომისია უნდა შეიქმნას ისინიც კი გახდებიან მომხრენი,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურისთვის მიცემული ერთთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ "ევროპული საქართველო", შეწყალების სკანდალური აქტის შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მუშაობას იწყებს. დადგენილების პროექტს პარტიის წევრები დღეს პარლამენტში ბიუროს სხდომაზე წარადგენენ.


close დახურვა