პოეტი, რომლის ლექსების დიდი ნაწილი სწორედ გიორგობის თვეში იქმნებოდა, 11 ნოემბერს 79-ე წელს დაემშვიდობება და ცხოვრების მერვე ათეულის ათვლას დაიწყებს.
თავად ბესიკ ხარანაული, რომელიც მე-80 იუბილეს რამდენიმე დღეში აღნიშნავს იმ ლამაზი მომენტებით ტკბობას განაგრძობს, რომელიც მის ცხოვრებაში იყო და არის. იხსენებს რომ პირველი წიგნი 30 წლის ასაკში გამოსცა, თუმცა ლექსის ზნენი, როგორც თავად უწოდებს, ბავშვობიდან შეეყარა. ძალიან ბევრს წერდა.
მე-80 იუბილეს სწორედ იმ ადამიანებთან ერთად გაატარებს, ვისთვისაც ბესიკ ხარანაულის პოეზია ძვირფასია. პოეტისა და მკითხველის შეხვედრის ორგანიზება, გამომცემლობა ინტელექტმა მოახერხა.