logo
ENG



ბესიკის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

11 მარ 202119:42
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/11/pbky4szd17w196e.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, ბესიკის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო ორსართულიანი იტალიური ტიპის საცხოვრებელი სახლის სახურავზე.

სახანძრო-სამაშველო ჯგუფების ადგილზე მისვლისთანავე, სიტუაციის შეფასების შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია და დაიწყო ხანძრის ქრობის სამუშაოები.

მჭიდრო დასახლებიდან გამომდინარე, არსებობდა, ხანძრის გვერდით მდგარ შენობებზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა საშიშროება აღკვეთეს და ხანძრის ლიკვიდირება დროულად მოახერხეს.

ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 15-მდე ეკიპაჟი მუშაობდა.


close დახურვა