logo
ENG



ბესკ თამლიანის დედა საზოგადოებას: თქვენი მხარდაჭერა მჭირდება, დამიდეგით გვერდში

14 თებ 202012:30
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბესიკ თამლიანისა და 20 ივნისის მოვლენებზე მასთან ერთად დაკავებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს 3 ბრალდებული ესწრება. დღევანდელ სხდომაზე დაიკითხნენ ის პოლიციელები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ მათი დაკავების პროცესში, ასევე გამოიკვლიეს წერილობით მტკიცებულებები. 

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ აღნიშნა, რომ 20 ივნისის ღამეს დაკავებულებს არ ათავისუფლებს, პროცესი ხმაურით დასრულდა. თამლიანის დედამ მედიასთან განაცხადა, რომ  მას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა.

"ჩემმა შვილმა ხელი აკრა ფარს, რადგან ახალგაზრდები ჩაყარეს ფანტანში და მათ გამოესარჩლა. ყველას მივმართავ, იმ წყალში ჩაცვენილებს, რომ შემომიერთდნენ. ჩემი პოვნა ადვილია. თქვენი მხარდაჭერა მჭირდება. გთხოვთ",-აღნიშნა რუსუდან თამლიანმა. 

ადვოკატი ვახტანგ იაშვილი კი დარწმუნებულია, რომ პროცესი უსამართლოა და მოსამართლე არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს. 

"მოსამართლის გადაწყვეტილებამ გააღიზიანა არამარტო თამლიანი, არამედ მგონი მთელ საქართველოს აღიზიანებს. მოსამართლეები უკანონოდ უფარდებენ ადამიანებს დაკავებას და თან ამბობენ, რომ თითქოს საქმეს იხილავენ. ჩვენ არ გვაქვს თავისუფალი სასამართლო",-აღნიშნა ადვოკატმა. 

სახელმწიფო ბრალდება აღკვეთის ღონისძიებაზე კვლავ უარს ამბობს. 

"აღკვეთის ღონისძიების შეცვლასა და გაუქმებას თავისი არგუმენტები აქვს. ესაა კანონში გაწერილი, რაც უკავშირდება ახლადგამოვლენილი არსებითი გარემოებას, რაც მიემართება იმ საფრთხეების ნეიტრალიზებისკენ, რაც საფუძველად დაედო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას. რადგან არ არსებობს ახალი გარემოება, ამიტომაც მხარს ვუჭერთ აღკვეთის ღონისძიების დატოვებას. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე მოწმეები გახლავთ როგორც პოლიციელები, ასევე უბრალო მოქალაქეებიც",-აღნიშნა პროკურორმა. 


close დახურვა