იურისტი ბექა ბასილაია მისი დაკავების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს. ბასილაიამ გორის იზოლატორიდან ღია წერილი გაავრცელა. მისი განცხადებით, 18 ნოემბერს დაკავებული აქტივისტები პოლიტპატიმრები არიან, ამიტომ მოწყალების თხოვნას და სააპელაციო სასამართლოსათვის მიმართვას არ აპირებს. ბასილაია 18 ნოემბერს აქციაზე სხვა აქტივისტებთან ერთდ დააკავეს და მას 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს მისჯილი.
ბექა ბასილაია სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს
23 ნოე 201910:09
3 წუთის საკითხავი