რუსეთის მიერ ოკუპირებული ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ ადვოკატ ბექა ბასილაიას დაუსწრებლად მიუსაჯა 14-წლიანი პატიმრობა, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით.
მას ე.წ. დნრ-ის პროკურატურა ბრალად სდებს რუსეთის წინააღმდეგ შეიარაღებულ კონფლიქტში "დაქირავებული მებრძოლის სტატუსით მონაწილეობას".
რუსული მხარე ამტკიცებს, რომ "ბექა ბასილაია 2022 წლის მარტში ბექა ბასილაია უკრაინის ტერიტორიაზე ჩავიდა, სადაც დაქირავებული მებრძოლის სტატუსით შევიდა ქართული ეროვნული ლეგიონის რიგებში, სადაც გაიარა საბრძოლო მომზადება და 2025 წლის შემოდგომიდან მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ".
ბექა ბასილაია დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ამჟამად მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
