logo
ENG



ბექა დავითულიანი: ძალადობის უფლება აქვს მხოლოდ სამართალდამცველ ორგანოს

17 დეკ 201916:05
3 წუთის საკითხავი
 
u8zijavggryskur.jpg

„ძალადობის უფლება აქვს მხოლოდ სამართალდამცველ ორგანოს“, - ასე გამოეხმაურა საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი დღეს საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს. მისი განცახდებით, როცა ოპოზიცია ნებით არ ათავისუფლებს ოთახს და ჟურნალისტებიც იქ იმყოფებიან, პოლიციამ უნდა გამოიყენოს ძალა.

ოპოზიციის ლიდერებსა და საკრებულოს უმრავლესობას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ბექა დავითულიანმა განაცხადა, რომ შედგება შეხვედრა უმრავლესობის წევრებს შორის და იქ გადაწყდება, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ „ქართული ოცნების“ წევრები ერეკლე კუხიანიძესთან დაკავშირებით. მისივე თქმით, უმრავლესობა იმოქმედებს საკუთარი დღის წესრიგით და არა სხვების კარნახით.

„ტყვეობაში მყოფი ადამიანისა და ამისი ოჯახის მიმართ აგრესიული განცხადების გაკეთების უფლება არავის არ აქვს. ამაზე ერეკლე კუხიანიძემ ჩვენთან მოიხადა ბოდიში. დილიდან ოპოზიცია იქცეოდა აგრესიულად, დაიწყო კარვის გაშლაც და ამიტომ პოლიციამ იმოქმედა კანონის შესაბამისად. ოპოზიციას უნდა, რომ მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში ჩავსხდეთ, მაგრამ სხდომა შედგება მაშინ, როცა ჩვენ გადავწყვეტთ და გადაწყვეტილება მივიღებთ ჩვენი შინაგანი რწმენის მიხედვით. პოლარიზებულია გარემო, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ დროს და ენერგიას ვხარჯავდეთ ადამიანის გათავისუფლებაზე, დრო გადის პოლიტიკურ კინკლაობაში. სხდომაზე რასაც განვიხილავთ, ყველაფერს ერთად გიპასუხებთ. ჩემთვის არავითარი ძალადობა არ არის მისაღები. ძალადობის უფლება აქვს მხოლოდ სამართალდამცველ ორგანოს, თუ მათ მიმართ აქვს ვინმეს პრეტენზია, მიმართოს შესაბამის ორგანოებს. სხდომა გაიმართება ძალიან მალე. ნუგზარ ჭონქაძე არ არის ტროლი, მას აქვს ალტერექაუნთი და ეს არ წარმოადგენს პრობლემას. როცა ნებით არ ათავისუფლებს ოპოზიცია ოთახს, უნდა იქნას გამოყენებული ძალა", - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოში დღეს შუადღიდან ხმაურია. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები მოითხოვენ, გათავისუფლდეს ერეკლე კუხიანიძე დაკავებული თანამდებობიდან.

 


close დახურვა