თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა კვიციანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან 10 000 ლარის ოდენობის გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა და კვიციანი პატიმრობაში დატოვა.
გადაწყვეტილების გამოცხადებას კვიციანის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა და სასამართლო სხდომაზე გინება დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი, დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილი, რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. გამოძიება მას განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.