საპატრიარქო კვლავ დუმს. მეუფის სკანდალური განცხადებების შემდეგ, სასულიერო პირები არ შეკრებილან. საზოგადოება კი მათგან პასუხებს ელის. ქორეპირკოპოს იაკობის განცხადების შემდეგ სასულიერო პირთა ნაწილი წმინდა სინოდის სხდომას ელოდება. ოპოზიცია კი განცხადებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.
პროკურატურისგან გამოძიების დაწყების მოლოდინი არ აქვთ არც ოპოზიციური პარტიის წევრებს, არც თეოლოგებს. თეოლოგის ბექა მინდიაშვილის თქმით, მეუფე იაკობი ხელისუფლების მაღაჩინოსნებზე საუბრობს, სწორედ ამიტომ ამ შინაარსზე არც ხელისუფლება და არც საპატრიარქო არ დაინტერესდება.
„როდესაც ის საუბრობს ივანიშვილის, გახარიას, ჩხარტიშვილის კვირიკაშვილის, სხვა მინისტრების მონაწილეობაზე, სინოდის წევრების მონაწილეობაზე, ეს ნიშნავს იმას, ამ ეტაპზე, რომ ამ შინაარსით არც ხელისუფლება დაინტრერსდება ბუნებრივია და არც საპატრიარქო, არ მიეცემა მსვლელობა, იტყვიან რომ ეს არის ნასვამი კაცის და გონებიდან გადასაული ადამიანის ბოდვა, სინამდვილეში ეს არის უაღრესად მძიმე ინფორმაცია, უაღრესად მძმე დანაშაულის შესახებ,“- განაცხადა მინდიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ მეუფე იაკობმა მოყვა, თუ როგორ იგეგმებოდა ბიძინა ივანიშვილის დავალებით პრემიერის კაბინეტში პატრიარქის ჩამოშორება. მისივე თქმით, შეხვედრას გახარია, გომელაური და სხვა მეუფეები ესწრებოდნენ.